"თეგეტა თრაქ ენდ ბას" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.
ვაკანსიის კოდი: TGM0000806
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება: სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება კლიენტთა მომსახურების სფეროში.
** განათლება: სტუდენტი, ბაკალავრი.
ენების ცოდნა:
** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.
უნარები:
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
დამატებითი მოთხოვნები:
** ვაკანსია ცხადდება ზეთების, საბურავებისა და სატვირთო ნაწილების მიმართულებით.
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
სამუშაოს აღწერა:
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და მომხმარებლის მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (ონლაინ კატალოგის მიხედვით);
** კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება;
** პროდუქციის სასაწყობო ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, სტაჟიორ-კონსულტანტის სწავლება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/806
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 31 იანვარი, 2021 წ.
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!