www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

კომპანია "ელთიბი" - ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

სოც. მედია სპეციალისტი ანგარიშვალდებულია მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის წინაშე და პასუხისმგებელია კომპანიის იმიჯისა და მომსახურების მართებულ წარმოჩენაზე ონლაინ სივრცეში ისე, რომ:

** მომხმარებლები დადებითად აღიქვამდნენ "ელთიბის" ბრენდსა და მომსახურებას;
** მომხმარებლების ლოიალობისა და კმაყოფილების დონის ამაღლება პოზიტიური ონლაინ გამოცდილების შექმნის ხარჯზე;
** მომხმარებლების ინტერესების გაყიდვებად გადაქცევა.

მოვალეობები:

** ბრენდის ცნობადობის ამაღლებისა და კომპანიის მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდის მიზნით, კომპანიის მიერ სოც. მედიაში ათვისებული არხებისთვის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმარება, ბიუჯეტირება და აღსრულება;
** სოც. მედია არხებისთვის სტრატეგიისა და კონტენტ-მარკეტინგის განვითარება საკომუნიკაციო გეგმისა და წინასწარ გაწერილი ტაქტიკური სვლების მიხედვით;
** მომხმარებლებთან ინტერაქციის გაზრდა სხვადასხვა პროექტების მეშვეობით;
** ყოველთვიური შედეგების ანალიზი და მისი გამოყენება სოც. მედიის სტრატეგიების განახლების მიზნით
** ახალი მომხმარებლების მოზიდვა და არსებულის შენარჩუნება ციფრული მარკეტინგული არხების მეშვეობით
** შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმარება კორპორატიული წესების, საქართველოს კანონმდებლობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით
** გრაფიკულ დიზაინერთან და ოპერატორთან ერთობლივად კონტენტის შექმნა, გაზიარება და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კვალიფიკაცია სოც. მედიისა და ვებ-ის მართვის მიმართულებით;
** მარკეტინგული კომუნიკაციებისა და ინტეგრირებული კამპანიების ჩატარების გამოცდილება;
** ბაზრის სეგმენტაცია და მიზნობრივი პროფილების შექმნა;
** მომხმარებლების ონლაინ ქცევის მიხედვით შინაარსის დაგეგმარება და შესაბამისი კომუნიკაცია;
** ეფექტურობისა და ეფექტიანობის ანალიზი;
** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და რამოდენიმე კამპანიის ერთდროულად წარმართვისა და ბიუჯეტირების შესაძლებლობა;
** პროფესიული კვალიფიკაცია, დიპლომი ან მისი ექვივალენტური ხარისხი ციფრული მედიის /კომუნიკაციების/ახალი მედიის/მარკეტინგის მიმართულებით ჩაითვლება პლუსად;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარები;
** გამართული კომუნიკაციის წარმოების უნარები (ვერბალური, წერილობითი, საპრეზენტაციო)
** ორგანიზებულობა და პროექტების ეფექტურად მართვა;
** საქმიანი ინტერპერსონალური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სოციალური მედიის სპეციალისტი".

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |