www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია "კანტი" 2005 წელს დაარსდა. ჩვენი მისიაა მაქსიმალურად ადეკვატურად ვუპასუხოთ ქართულ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ხარისხზე, შევთავაზოთ მას ალტერნატივა მრავალი სახის კვების პროდუქტებზე - ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული, სერთიფიცირებული და საუკეთესო ტრადიციებით/რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ხარჯზე.

სადისტრიბუციო კომპანია შპს "კანტი" გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე გორში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქონებრივი უზრუნველყოფა;
** საკუთარი ავტომანქანა და მართვის მოწმობა;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ((Excel, Word)
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** სუპერვაიზერის მოვალეობების ცოდნა;
** მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობა:

** მომხმარებელთან მოლაპარაკებების ეფექტური წარმოება;
** შეკვეთების დაგეგმარება, სასაწყობე ნაშთების კონტროლი და შესაბამისი მართვა.
** ორიენტირება გაყიდვების ზრდაზე;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი და ეფექტური მართვა
** გაყიდვების დაგეგმვა (გეგმის შემუშავება), ანალიზი და კონტროლი;
** გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა;
** დაქვემდებარებული პერსონალის ადმინისტრაციული მართვა;
** ყოველკვირეული რეპორტინგი მენეჯერთან;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: v.kamkhadze@kanti.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 599406074



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |