www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტანციური სწავლების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური სწავლების სპეციალისტის თანამდებობაზე.

"საქართველოს კარიტასი" ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას დისტანციური სწავლების სპეციალისტის პოზიციაზე.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დისტანციური სწავლება ეს არის დისტანციური სწავლების ერთერთი ფორმა. სხვადასხვა სპეციალისტები სპეც. მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სხვადასხვა ელექტრონული, ტელე საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენებით მშობელთან ერთად განახორციელებს თერაპიულ აქტივობებს დისტანციურად.
ოთხი თვის განმავლობაში შერჩეული სპეციალისტები წინასწარ შექმნილი პროგრამით იმუშავებენ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების ოჯახებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგია, ოკუპაციური თერაპია, სპეც. პედაგოგიკა
** ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარები
** შშმ პირებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის გამოცდილება (სკოლა, დღის ცენტრი, ადრეული განვითარების პროგრამა)

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: tea.lolua@caritas.ge. გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიცია.

"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 17.02.2021.

ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/;



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |