www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტვირთამწის ოპერატორი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ტვირთამწის ოპერატორის თანამდებობაზე ქუთაისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: ხელფასი და ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთამწის მართვა საქონლის დატვირთვა-ჩამოტვირთვის და გადაადგილების მიზნით;
** პალეტებზე განთავსებული საქონლის ჩამოტვირთვა სატვირთო ავტომანქანიდან და საწყობის ტერიტორიაზე განსაზღვრულ ადგილას განთავსება ტვირთამწის მეშვეობით;
** საწყობის ტერიტორიაზე საქონლით დატვირთული პალეტების გადაადგილება და განსაზღვრულ ადგილზე განთავსება კომპაქტურად, მოწესრიგებულად და ეფექტიანად, დაზიანების და დანაკარგის გარეშე;
** ტვირთამწის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება (სავალდებულო)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა,
** ავტომანქანის მართვის გამოცდილება (სავალდებულო)
** ტვირთამწის მართვის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება)

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
** სივრცითი უნარები
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული

სხვა მითითებები:

ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@engadi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |