www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ეიესბისი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

"ASBIS"-ის უმსხვილეს საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანია "ASBC" ახალი პროექტისთვის ეძებს გუნდის ახალ წევრს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ნორმირებული - 40 საათი კვირაში
გამოცდილების დონე: მენეჯერი (3 წლიანი, აქედან მენეჯერი - 2 წელი)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბრენდის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** სწრაფი და გრძელვადიანი ბიზნეს მიზნებისთვის მარკეტინგული აქტივობების შემუშავება;
** ანგარიშის მომზადება მარკეტინგული აქტივობების შესახებ;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
** კონკურენტული ბაზრების შესწავლა და ჩატარებული კამპანიების შედეგების ანალიზი, სამომხმარებლო ტენდენციების გამოვლენა;
** შიდა ინსტრუმენტების შენარჩუნებისა და განვითარების მხარდაჭერა, მათ შორის აკრედიტირებული მონაცემთა ბაზა, გლობალური საკონტაქტო კატალოგი და ინტრანეტის საიტები.
** ენები: ინგლისური - რუსული B1 (საშუალო დონე)

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრა და სწორი გადანაწილების უნარი;
** სწორი და დროული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტაციის უნარი.

მოთხოვნები:

ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა ან/და მონათესავე სფერო;
** გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერი/კოორდინატორი ან შესაბამის მიმართულება;
** გამოცდილება მონაცემთა დამუშავება შესაბამისი პროგრამების მეშვეობით;
** ბაზრის კვლევის მეთოდების და ანალიზის ცოდნა;
** ცოდნა როგორც ტრადიციული ასევე დიჯითალ და სოციალური მედია მარკეტინგის.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + ბონუსი.

დამატებითი ინფორმაცია:

თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში რჩება მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ სხვა, რეზიუმეს შესაბამის, ვაკანტურ პოზიციაზე.

თუ თვლით რომ მზად ხართ შემოუერთდეთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ინგლისურ ენაზე: hr@asbc.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |