www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: პეპელა
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე, თბილისში.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სადისტრიბუციო ობიექტებზე ვიზიტი, სათამაშოების განთავსება პლანოგრამის და სტანდარტების მიხედვით;
** ფასების კონტროლი, შეკვეთების აღების და გაყიდვების სტიმულირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მერჩენდაიზინგის პრინციპების ცოდნა.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის პოზიციაზე.

პიროვნული მახასიათებლები:

** სისხარტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი, "გლდანი მოლის" ფილიალი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@pepela.ge 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |