www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Financial Chain Corporation
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

საერთაშორისო საბუღალტრო კომპანია "Financial Chain Corporation" (http s://ge.f-chain.com/) 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე და უზრუნველყოფს საბუღალტრო, იურიდიული, პერსონალის მართვის და აუთსტაფინგის მომსახურებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიება და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** არსებული სერვისების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციურ კლიენტებთან ვიზიტების დაგეგმვა, კომპანიის პროდუქციის გაცნობის მიზნით;
** შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება და მართვა;
** ბაზარზე არსებული კონკურენციის დონის განსაზღვრა;
** სოციალური მედიის არხების მართვა;
** დადგენილი გეგმების შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა;

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** ​გაყიდვებისადმი ინტერესი;
** კარგი წერილობითი უნარები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი ანალიტიკური უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი/პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ნორმირებული
** გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში (2 თვე) ხელფასი - 700 ლარი net
** გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ - ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებიდან მიღებული ბონუსი.

გთხოვთ CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: hr.georgia@f-chain.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: გაყიდვების მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |