კომპანია "ჯიბე Cash & Carry", ნავთლუღის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო ადგილი: მარნეული
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარი და ბონუსი კვარტალში ერთხელ, მაღაზიის გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები:
** საბითუმო მომხმარებლების სპეციფიკის განსაზღვრა და მათთვის გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
** კორპორატიულ მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია, მათთვის კომპანიის შეთავაზებების შესახებ ინფორმაცის სისტემატიური მიწოდება;
** რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით მაღაზიისათვის ეფექტური ასორტიმენტის შესაქმნელად;
** მაღაზიის კვარტალური გეგმების შესრულების პროცესის დაგეგმვა-განხორციელება;
** ფილიალის საფასო პოლიტიკის მართვა შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** მომხმარებლისათვის მომსახურების მაღალი ხარისხის შეთავაზების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება და კონტროლი
** მაღაზიის სასაქონლო მარაგის ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა;
** დებიტორების (არსებობის შემთხვევაში) კონტროლი, ინფორმაციის ყოველდღიურ რეჟიმში მიწოდება შესაბამისი განყოფილებებისათვის;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, შესაბამის განყოფილებებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მაღაზიის უსაფრთხოდ გახსნა/დაკეტვის პროცესის უზრუნველყოფა შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
** კომპანიის სამეთვალყურეო და უსაფრთხოების მონიტორინგის ხელმძღვანელთან მჭიდრო კომუნიკაცია შესაბამის საკითხებზე.
** კომპანიისათვის განკუთვნილი ოფიციალური დოკუმენტაციის შენახვისა და მათი ცენტრალური ოფისისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;
** მაღაზიის მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცულობისა და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ (მარნეულში მცხოვრები, რეგიონის სპეციფიკაში გარკვეული) კანდიდატს
** აუცილებელია სასურსათო პროდუქციის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია მმართველობით პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მართვის კომპიუტერული პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge და
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.