www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია დიზაინის მიმართულებით);
** აუცილებელია ორწლიანი მუშაობის გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Corel Draw, Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Power Point, Excel, Outlook).
** Adobe After Effect, Archicad, Autocad, 3D Max პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** სტამბებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ეტიკეტების დიზაინის შემუშავება/კორექტირება და საბეჭდად გამზადება;
** კონტრ ეტიკეტების შექმნა/კორექტირება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე;
** კომპანიის პროდუქციის ყუთების (ხის, მუყაოს) და ტუბუსების შემუშავება;
** კატალოგების, ფლაერების, ბროშურების, ბანერების და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შექმნა და მომზადება დასაბეჭდად;
** ახალი პროდუქტების შეფუთვის კონცეფციის შემუშავება და შექმნა;
** გარე რეკლამის დიზაინის მომზადება;
** სტამბებთან ურთიერთობა და საიმიჯო პარამეტრების კონტროლი დაბეჭდილ მასალაზე;
** სოციალური ქსელისთვის პოსტების, ქავერების დიზაინის შემუშავება, ფოტოების დამუშავება,
** Gif-ბანერების დამზადება;
** კომპანიის ვებ-გვერდისათვის სარეკლამო გვერდებისა და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შემუშავება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კრეატიულობა
** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 12 თებერვალი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი გრაფიკული დიზაინერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. " კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |