www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Angular JS დეველოპერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი - Digital Hub
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

"კრედო ბანკი" 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და პროექტებზე დამოკიდებული საბონუსე სისტემა;
** საახალწლო ბონუსი;
** თანამედროვე ოფისი - Digital Hub, სადაც კოდის წერისთვის იდეალური გარემოა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრენინგები, პროფესიული განვითარებისთვის;
** ონლაინ პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდავი;

პოზიცია: Angular JS დეველოპერი

ძირითადი მოთხოვნები და პასუხისმგებლობები:

** აუცილებელია AngularJS, HTML/HTML5, JavaScript, CSS/CSS3, SASS, jQuery, Browser DevTools, NPM & Grunt, Jaspersoft framework ტექნოლოგიებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** აპლიკაციის განვითარება სტრატეგიული პროექტისთვის;
** ტექნოლოგიური გადაწყვეტის შეთავაზება და განხორციელება შეთანხმებულ დროში;
** მაღალი ხარისხის კოდის წერა;
** პროტოტიპების იმპლემენტაცია და ტესტირება;
** ანალიტიკური აზროვნება, პრიორიტეტების სწორად დასახვა და გუნდურობა ჩვენთან ყველა პროფესიონალს აქვს და შენგანაც იმავეს ველით;
** განვითარების და წინსვლის სურვილი ყოველთვის გვიხარია და ვხედავთ;

თუ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით, CV გამოგვიგზავნე მეილზე cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ - Angular JS დეველოპერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერე კრედო კარიერის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/credo.career/

დედლაინი: 24 იანვარი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |