www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 4000-მდე ფერმერს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას. ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან. აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში. ასოციაცია არის სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო საბჭოს წევრი. მათ შორის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ალიანსისა (GAARD). ორგანიზაცია აცნობიერებს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ფერმერთა ხმას მთელი საქართველოდან, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების მიზნით.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის სტრატეგიის შედეგების ჩარჩო დოკუმენტის მომზადება და განხორციელების მონიტორინგი;
** ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტების მონიტორინგისა და შეფასების გეგმის შემუშავება/მონიტორინგი;
** მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ანალიზის (რესურსი, შესაძლებლობა და არჩევანი, ძალაუფლება და ხმა, ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება) მომზადება და წარდგენა;
** პროექტების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება, გაზიარება და წარდგენა;
** მიმდინარე პროექტების შედეგების ანალიზი და წარდგენა;
** საჭიროებისამებრ პროექტების მატრიცის შედგენა და დასახული მიზნების შესრულების მონიტორინგი;
** მიმდინარე და სამომავლო პროექტების ფარგლებში მონიტორინგის გეგმის შემუშავება;
** ორგანიზაციის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
** სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
** ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია სტრატეგიის შედეგების ჩარჩო დოკუმენტის მომზადების ცოდნა-გამოცდილება;
** აუცილებელია პროექტების მონიტორინგისა და შეფასების გეგმის შედგენის ცოდნა-გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია სტატისტიკური პროგრამების (SPSS ან სხვა) ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პროცესების მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პროაქტიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@gfa.org.ge; ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება ორგანიზაციაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |