www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

შპს "ელ+" აცხადებს კონკურსს ბათუმის ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლ.ასათიანის #67
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10 საათიდან 18 საათამდე
გამოსაცდელი ვადა: სამი თვე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი (+ ბონუსი)

ძირითადი ფუნქციები:

** მენეჯმენტთან ერთად ფილიალის სტრატეგიის, სამომავლო გეგმების დასახვაში აქტიური მონაწილეობა;
** გაყიდული პროექტის/პროდუქტების შესრულების პროცესის სუპერვაიზინგი პროექტის ყველა საფეხურზე;
** მენეჯმენტთან პერიოდული სტატუს რეპორტების მომზადება პროექტის მსვლელობის შესახებ;
** კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** როგორც კომპანიის შიდა, ასევე გარე მიზნობრივი კომპანიების ბაზების გენერირება;
** აქტიური გაყიდვების და ხარისხიანი მომსახურების მოდელების შემუშავება, დანერგვა და პერმანენტული მონიტორინგი;
** ჯვარედინი გაყიდვების ორგანიზება და პროცესის უშუალო კონტროლი;
** პროდუქტების განვითარებისაკენ მიმართული ღონისძიებების, სამომავლო პროექტების შექმნა და მათი სტრატეგიის დაგეგმვა;
** სარეკლამო კონცეფციების შემუშავების პროცესში მარკეტინგის სამსახურთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ფლობა სავალდებულოა (B2, სასურველია C1);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** რამდენიმე სამუშაოს ერთდროულად კეთების უნარი
** მჭიდრო სამუშაო ვადების დაცვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მითითებულ vacancy.elplus@gmail.com მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |