www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გერმანულენოვანი დისტანციური/ვირტუალური ასისტენტი
მომწოდებელი: MyTalent.io
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

"mytalent.io" არის დასაქმების სააგენტო, რომელიც ეძებს გერმანულენოვან კანდიდატებს დისტანციური/ვირტუალური სამუშაოსთვის, რათა ასისტენტობა გაუწიონ გერმანულენოვან მომხმარებლებს.

რა არის დისტანციური/ვირტუალური ასისტენტობის (VA) სპეციფიკა?
სახლიდან გაუსვლელად საკუთარი კომპიუტერით უზრუნველყოფთ საზღავრგარეთ მყოფი, "mytalent.io"-ს პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერას.

ვირტუალური თანაშემწის / ასისტენტის მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

ვირტუალური ასისტენტი ასრულებს სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ და კრეატიულ ამოცანებს, როგორიცაა მაგალითად:

** საკონტაქტო სიების და სამომხმარებლო ბაზების მართვა;
** კლიენტების გრაფიკების ორგანიზება;
** კლიენტებსა და მათ მომხმარებლებს შორის შეხვედრების დაგეგმვა;
** საჭიროების შემთხვევაში მოგზაურობის ორგანიზება;
** მომწოდებლებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** კორესპონდენციის გაწევა და აუდიო მასალის წერილობით ფორმაში გადატანა;
** შეთავაზებებისა და შეხვედრის მასალების მომზადება, ორგანიზება და გადაგზავნა;
** ორენოვანი (ინგლისური/გერმანული) მასალის თარგმნა;
** საგადასახადო საკითხების და ბუღალტრული ანგარიშგების შემოწმება;
** კლიენტის მოთხოვნის მოგვარება ტელეფონით და იმეილით მიმოწერის საშუალებით;
** სიახლეების გამოქვეყნება;
** ინტერნეტ ბაზრის კვლევა;
** ვებ-საიტისა და ბლოგის შემუშავება და რეგულარული დახვეწა;
** სოციალური მედიის მართვა კომპანიებისთვის.

რას ვეძებთ?

** გერმანული ენისა და გრამატიკის ცოდნა - B2 დონე და ზევით;
** დროის ეფექტური მართვის უნარი და საქმის ხარისხიანი შესრულება;
** საკუთარი ლეპტოპის ქონა სწრაფ ინტერნეტთან წვდომით;
** ინგლისურის ცოდნა არის სასურველი, თუმცა არასავალდებულო მოთხოვნა.

უპირატესობები:

** ვირტუალური/დისტანციური თქვენთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე;
** სურვილის შემთხვევაში თავისუფალი გრაფიკი;
** როგორც სრული ისევე არასრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა;
** საწყისი ანაზღაურება 350-1200 ევრო თვეში

დაინტერესდით? მაშინ მიყევით ბმულს და შეავსეთ განაცხადი: https://osourced.is/de/jobs/virtuelle-assistenz-deutschsprachig-langfristige-zusammenarbeit-fester-job-3/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |