www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ანალიტიკის დეპარტამენტში
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

"აი სი არ ტრეიდი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური კომპანიაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. იგი წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, ოკაიდი და ჟაკადი, აქსესუარების მიმართულებაში ბრენდი პარფოისი. დღეისათვის კორპორაციაში დასაქმებულია 800 მდე თანამშრომელი და მართავს ბრენდების 80-მდე ფილიალს, რომლებიც წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, საქართველოს სხვა ქალაქებში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს სტაჟირებას ანალიტიკის დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი

სტაჟიორი ჩაერთვება შემდეგ პროცესებში:

** მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ბრენდების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის კომერციული მონაცემების ბაზისათვის ინფორმაციის შეგროვება, სიზუსტის გადამოწმება და ბაზაში ატვირთვა
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა
** გაყიდვების კომერციული მონაცემების დადგენილი პერიოდულობით მომზადება
** შესყიდვების ანალიზის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ 20 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@icr.ge; ელექტრონული წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება "სტაჟირება ანალიტიკის დეპარტამენტში"

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები"აი სი არ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |