www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: გარდი სისტემსი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

"გარდი სისტემსი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

"გარდი სისტემსი" არის შეკუმშული ჰაერის სფეროში მოღვაწე კომპანია რომლის ძირითადი პროფილია შესაბამისი ტექნოლოგიების პროექტირება, იმპორტი, ინსტალაცია და შემდგომი სერვისი. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის გადაწყვეტილებებს როგორც მცირე ოპერატორებისთვის ასევე მსხვილი ინდუსტრიული ორგანიზაციებისთვის.

მაღალ კვალიფიციური, გამოცდილი და სერტიფიცირებული ტექნიკოსების და ინჟინრების გუნდი მუდმივად აწესებს სრულიად ახალ სტანდარტებს შეკუმშული ჰაერის ტექნოლოგიების სფეროში და ორიენტირებულია ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავებაზე. ამისათვის იგი ხელმძღვანელობს შემდეგი საკვანძო პრინციპებით: ინოვაციები, ხარისხი, კომუნიკაცია, დრო და დანახარჯი-ეფექტიანობა.

ჩვენ გვინდა რომ რეგიონში დავაწესოთ უმაღლესი, თანამედროვე დონის სტანდარტები შეკუმშული ჰაერის სფეროში. კერძოდ უზრუნველვყოთ გამორჩეულად კვალიფიციური ინფორმაციული და ტექნიკური მხარდაჭერა შეკუმშული ჰაერის მომხმარებლებისთვის რეგიონში. ამისათვის ჩვენი მთავარი იარაღია კვალიფიციური გუნდი რომელიც არის მუდმივ კონტაქტზე ტექნოლოგიურ სიახლეებთან, და ჩვენი ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჭირო ტექნოლოგიებით.

სამუშაო აღწერილობა:

** სარეკლამო/მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და აღსრულების კოორდინირება;
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური და ვერბალური კონტენტის შექმნა;
** რეალური ფოტოგადაღების ორგანიზება;
** კონტენტის შექმნისთვის იდეების გენერირება;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება;
** სოციალურ ქსელებში, ვებ გვერდებსა და კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხებზე ინფორმაციის განთავსების კოორდინირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სოციალური ქსელების და ვებ გვერდის მართვის გამოცდილება;
** ფოტო და ვიდეო დამუშავების პროგრამების ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint );
** ინგლისური ენის ცოდნა;

ვაკანსიის დეტალები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00 სთ);
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, თ. ჩანტალძის #8,
** კონკურენტული ანაზღაურება;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ სახელფასო სქემას;
** თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gardis.ge.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |