"დოლფინ სოფტვეა" ქართული software კომპანიაა, რომელიც 2004 წლიდან წარმოადგენს მთავარ პროვაიდერს მიკროსაფინანსო ბაზარზე.
ჩვენი გუნდი მზად არის მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისთვის. ვაცხადებთ ვაკანსიას Remote React დეველოპერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ხარისხიანი კოდის წერა, ხარვეზების აღმოჩენისა და პრობლემის ოპტიმალურად გადაჭრა
** პროდუქტის მართვის ჯგუფთან ერთად ტექნიკური დავალების ადაპტირება
** ტექნიკურ ჯგუფთან აქტიური კომუნიკაცია ვებისა და სერვერული ნაწილის ურთიერთქმედების ოპტიმიზაციისათვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან რთულ აპლიკაციებზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება
** ReactJS-თან მუშაობის გამოცდილება
** JavaScript-ის საფუძვლიანი ცოდნა
** ES6-ის სფეციფიკაციები
** JS ბიბლიოთეკების ცოდნა (lodash, jquery, etc.)
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება front-end დეველოპმენტში
** HTML/CSS საფუძვლიანი ცოდნა
** Responsive ვების პრინციპების ცოდნა
** დისტანციურად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღება დეტალების მიმართ
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
** დისტანციურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მუშაობას მეგობრულ და კვალიფიციურ გუნდთან
** მრავალფეროვან და გამოწვევებით აღსავსე გარემოს
** მუდმივ განვითარებას
** საბონუსე სისტემას
** ანაზღაურება ყოველ ნამუშევარ საათზე: 25 - 35 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@loankeeper.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Remote React Developer".