www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Safety Academia
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

"Safety Academia" უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერვისებისა და პროდუქციის მიწოდებას (დამატებითი ინფორმაციისთვის - http://www.safetyacademia.com)

გთავაზობთ, შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ გუნდს გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს სასიამოვნო გარემოში, მეგობრული კოლექტივით, მორგებული გრაფიკითა და პერიოდულად დისტანციური მუშაობის შესაძლებლობით.

სამუშაო გრაფიკი: მორგებული
სრული განაკვეთი ან ნახევარ განაკვეთზე: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის მომსახურების სერვისებისა და პროდუქციის გაყიდვა;
** სოციალურ ქსელში რეკლამების განთავსება;
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** შეკვეთების მიღება და მიწოდების კონტროლი;
** ინფორმაციის აღრიცხვა.

განათლება და სამუშაო გამოცდილება:

** განათლების ნებისმიერი ხარისხი;
** არ არის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად);
** კარგი კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** პოზიტიურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული
** შედეგზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერულ წინსვლასა და განვითარებას;
** დატრენინგებას აღნიშნულ პოზიციაზე გამოსაყენებელი უნარ-ჩვევების შესაბამისად;

თქვენთვის მისაღებ ანაზღაურებას:

** ფიქსირებული 200 ლარი და პლიუს ბონუსი 500 ლარიდან ზემოთ;
** გაყიდული პროდუქციის შესაბამისად.
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
** ტელეფონის ულიმიტო სასაუბრო პაკეტს;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ: ავტობიოგრაფია - CV ფოტოსურათით (3x4) შემდეგ მისამართზე: hr@safetyacademia.com და პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელ. ფოსტის სათაურში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა - 2021 წლის 12 მარტი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |