"Spar Georgia"-ს კომერციულ გუნდში ვეძებთ Non-Food კატეგორიის მენეჯერს.
თუ ხარ ერთგული და შენს საქმეზე შეყვარებული - შეგიძლია გახდე სპარის გლობალური ოჯახის წევრი! საშუალება გექნება შეიტანო შენი წვლილი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მზარდი კომპანიის განვითარებაში!
ჩვენ კი გაგიზიარებთ ევროპულ გამოცდილებას.
რას გააკეთებ:
** მოელაპარაკები მომწოდებლებს და გააკეთებ საუკეთესო შეთანხმებას;
** შეისწავლი ბაზარს და გააკეთებ მის ანალიზს;
** განსაზღვრავ ასორტიმენტს სავაჭრო ობიექტების კატეგორიების მიხედვით;
** გააკეთებ კატეგორიისა და პოზიციების მომგებიანობის ანალიზს;
** გააკონტროლებ გასაყიდ ფასს, მარჟასა და მატრიცებს;
** დაგეგმავ პლანოგრამებს;
თუ გაქვს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ფინანსების მიმართულებით;
თუ გაქვს კომერციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
თუ შეგიძლია დროისა და პროცესების ეფექტურად მართვა.
სასურველია გქონდეს 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება და იცოდე ინგლისური და რუსული ენები საკომუნიკაციო დონეზე.
გამოგვიგზავნე შენი CV ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითე პოზიციის სახელწოდება "Non-Food კატეგორიის მენეჯერი".
ერთად უკეთესია!