www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი საჭირო ინვენტარის იჯარაზე
მომწოდებელი: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
თანდართული ფაილი: 90613_tender_3333645.zip
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო გრანტის "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ქ.ცაგერში ღია ცის ქვეშ ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო ინვენტარის იჯარაზე.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო/Local Democracy Agency Georgia დაფუძნებულ იქნა 2006 წელს, რომლის მიზანი არის საქართველოში შეიქმნას ძლიერი და დამოუკიდებელი თვითმმართველობის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს საკმარისი უფლებამოსილება, შესაძლებლობები და რესურსი უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ეფექტური მართვა და მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს http://www.ldageorgia.ge

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, გრანტის "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში იწვევს გამოცდილ ორგანიზაციებს, რომლთაც აქვთ რესურსი და გამოცდილება ღია ცის ქვეშ ღონისძიებების გამართვის.

"პრეტენდენტის/მიმწოდებელის" მიერ დოკუმენტაცია გამოგზავნილი უნდა იყოს, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ოფისში მისამართზე: ქალაქი ქუთაისი წერეთლის გამზ. #111, 2021 წლის 19 თებერვალი 18:00 საათამდე ან შესაძლებელია გამოგზავნილ იქნეს იმავე ვადაში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ldageorgia@aldaintranet.org; ldageorgiakutaisi@gmail.com

გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |