www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული პროდუქტების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

კომპანია "My.ge", რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვე-ბრენდებით: Myauto, Mymarket, Myhome, Myparts, Myjobs, Myshop - Myauto-ს გუნდისთვის ეძებს გაყიდვების მენეჯერს.

ვის ვეძებთ ჩვენ? ადამიანს, რომელსაც ექნება მაღალი პროფესიონალური სტანდარტები, რომელიც ორიენტირებული იქნება გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე, დაგვეხმარება ჩვენი პარტნიორი კომპანიების სრულფასოვან მომსახურებაში თავისი კონკურენტუნარიანობითა და ინოვაციური მიდგომებით.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო დღის დასაწყისი: 10:00-დან 19:00 საათამდე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი+1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 6 Day Off წელიწადში.

ფუნქცია- მოვალეობები:

** იზრუნოს ყოველთვიური, კვარტლური და წლიური გაყიდვების ინდივიდუალური გეგმების შესრულებაზე;
** შეისწავლოს და გაანალიზოს თითოეული ყველა იმ კლიენტის ბიზნეს შემთხვევა, რომლებიც თანამშრომლობდნენ კომპანიასთან, ამასთანვე ხელმძღვანელთან ერთად შეიმუშავოს მათთან დაკავშირების ახალი სტრატეგიები;
** გაუწიოს კონსულტაცია პარტნიორ კომპანიებს და აწარმოოს მოლაპარაკებები;
** იზრუნოს კლიენტების შენარჩუნებაზე, მათთვის სრულყოფილი სერვისის შეთავაზებით;
** მოიძიოს ახალი კორპორატიული კლიენტები, შეისწავლოს მათი მოთხოვნები და საჭიროებიდან გამომდინარე, შესთავაზოს შესაბამისი პროდუქტი;
** არსებულ და ახალ კლიენტებს აქტიურად მიაწოდოს ინფორმაცია ციფრული პროდუქტების გამოყენებისა და ეფექტურობის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს პრეზენტაციები.
** ციფრული მარკეტინგისა და პროდუქტის განვითარების გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღოს გასაყიდი პროდუქტების პაკეტების შემუშავებასა და ფასწარმოქმნის განსაზღვრაში;
** მონიტორინგი გაუწიოს ბაზარზე მიმდინარე გარემოს და შეაფასოს კონკურენტები(ფასები, სერვისები);
** ჩაერთოს გაყიდვების დეპარტამენტის განვითარებასა და პროცესების ჩამოყალიბებაში გაყიდვების გუნდთან ერთად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ციფრული მარკეტინგის ან ციფრული პროდუქტების ექაუნთ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია იცოდეს ციფრული არხებით გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობები;
** სასურველია ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიების ცოდნა;
** სასურველია სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა;
** ბაკალავრის ბოლო კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და/ან მარკეტინგის მიმართულებით.

უნარები:

** გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** უკუკავშირისადმი ღიაობა;
** პრობლემებზე სწრაფად რეაგირების და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ცვლილებების მიმართ ადაპტირებულობა;

ბენეფიტები, რომლებსაც კომპანია სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ონლაინ კურსები სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე;
** დაგროვებითი პენსიის 4 % იფარება კომპანიის მხრიდან;

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე:hr@my.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |