სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!
სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ექვემდებარება: გენერალურ დირექტორს
პოზიციის მიზანი: კომპანიის განვითარების სტრატეგიული პროექტის მართვა.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** პროექტის მართვის მოდელის ჩამოყალიბება;
** გეგმის შემუშავება;
** შემადგენელი ქვე პროექტების განსაზღვრა და ეტაპების გამოყოფა;
** პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი, ვადების კონტროლი;
** სამუშაო ჯგუფების ფორმირება;
** საჭირო რესურსების გეგმარება;
** ეტაპებისა და ვადების განსაზღვრა;
** პროექტის ფარგლებში შესაბამის რგოლებთან კომუნიკაცია;
** ეტაპებისა და ქვეპროექტების მიმდინარეობის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში პროცესში ცვლილებების და მიდგომის დროულად გადახედვა;
** პროექტის მსვლელობის პროცესში პროგრესის და შუალედური შედეგების შეფასება და რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** პროექტის დოკუმენტაციის შექმნა და მართვა;
** დასრულებული პროექტის გენერალური დირექტორისთვის ჩაბარება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება პროექტების მენეჯმენტის განხრით ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ფინანსურ - ტექნოლოგიური სფეროს ცოდნა;
** პროექტის სამართავი პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
სასურველია Master`s Certificate in Project Management
გთხოვთ რეზიუმეში მიუთითოთ პროექტები რომელზეც გიმუშავიათ.
უნარები:
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** გამოწვევებისა და სიახლეებისადმი ღიაობა;
** უკუკავშირის გაცემისა და მიღების უნარი;
** დაგეგმვის, მართვის, შეფასების და კონტროლის უნარები;
** კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ძლიერი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
** მალთითასქინგი.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.