www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტ-ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტ-ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვის დავალების საფუძველზე ფასთა ღია გამოკითხვის წარმოება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი მასალის კომპანიისათვის საინტერესო და მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
** მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
** შერჩეულ მომწოდებლებთან სწორი და უშეცდომო მოწოდების დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
** შესყიდვისთვის გადარიცხვის ორგანიზება;
** მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** მომწოდებლებისგან საქონლის მოწოდების ორგანიზება;
** საქონელზე შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში მოწოდებამდე ვადების კონტროლი;
** მასალის საწყობში მიწოდების შემდგომ, ლოჯისტიკის განყოფილებასთან გავლილი/ასახული პირველადი დოკუმენტაციის აკინძვა/ ფინანსური მიმართულებისთვის წარდგენა;
** შესყიდული საქონლის შემოსავალში აყვანა 1C პროგრამაში;
** ფინანსური მიმართულების მოთხოვნების შესაბამისად მიღება - ჩაბარების დოკუმენტების მომზადება და დროულად მიწოდება;
** შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე შესყიდვების განხორციელბა, შესყიდვაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ფინანსური მიმართულებისთვის წარდგენა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, შესყიდვების განხორციელება, შესყიდვაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ფინანსურისთვის წარდგენა;
** ლოჯისტიკის განყოფილებასთან შეთანხმებით, ახალი ნომენკლატურის შექმნა პროგრამა 1C-ში;
** არსებული მომწოდებლების ფასების რეგულარული რევიზია;
** ხელშეკრულების გაფორმებამდე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ) დადგენა, ანალიზი;
** ტენდერების და პროექტების განფასება;
** ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე
** ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ - რესურსული მეთოდით - მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით;
** ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
** სამშენებლო - საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** ეფექტური აქტების შედგენა;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან/და მენეჯმენტის მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის/შესყიდვების/ფინანსების სფეროში;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ - ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესების ცოდნა;
** სახელმწიფო ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel-ის საფუძვლიანი
ცოდნა (ლიგიკური ფუნქციები, სტატიკური ფუნქციები, მათემატიკური ფუნქციები, ფინანსური ფუნქციები)
** უცხო ენების ცოდნა (აუცილებელია ინგლისური/რუსული; სასურველია თურქული/ჩინური)
** ანალიტიკური აზროვნება;
** დისციპლინირებულობა/პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;
** კომუნიკაბელურობა/კოლეგიალობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2021 წლის 12 მარტის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |