www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომლებსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** გამოცდილება კომპანიებთან მოლაპარაკებებში;
** სოციალური და პრეზენტაციული უნარ-ჩვევები მაღალ დონეზე;
** საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობისა გამოცდილება;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა, აქედან გამომდინარე მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მენეჯმენტისთვის წარდგენის უნარი;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office-ის) კარგად ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება ჩვენს დარგში (მშენებლობა, რემონტი) მუშაობის გამოცდილება და კავშირები. ეს შესაძლოა გახდეს შემოთავაზებული ანაზღაურების გადახედვის საფუძველი.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტების მომსახურება და მათი პროექტების მართვა;
** პროექტების მოძიება და მართვა;
** კომპანიებთან, პროექტ მენეჯერებთან და არქიტექტორებთან ურთიერთობა;
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი.

პირობები:

** ანაზღაურება: 2500 ლარი + ბონუსები;
** პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული; სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5-6 დღე (კვირა დღეებთან ერთად, თვეში 2 დღე დასვენება).
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა #86
ვები: www.bellemaison.ge | www.facebook.com/bellemaisontbilisi

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge

კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.

სავალდებულოა: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ქართულ ან ინგლისურ ენაზე; "subject"-ში მიუთითეთ "პროექტის მენეჯერის" პოზიცია.

გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი განხილვისათვის, რეზიუმე უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |