www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი რეალტორის პროფესიის შესასწავლად
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

კომპანია "Realtor.ge" აცხადებს ტრეინინგს რეალტორის პროფესიის შესასწავლად.

გახდი შენი უბნის პირადი რეალტორი!

"Realtor.ge" დაარსდა 2003 წელს და დაარსების დღიდან მოწინავეა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენი კვალიფიციური გუნდის წევრები მაქსიმალურად მოკლე დროში, უმაღლესი ხარისხით და პირველად საქართველოში, ევროპული სტანდარტების დაცვით ახორციელებენ ყველა იმ ოპერაციას, რომელიც უძრავ ქონებასთანაა დაკავშირებული.

ჩვენთან დაგხვდებიან ყველაზე გამოცდილი, მაღალკვალიფიციური და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. ჩვენი კომპანია მზადაა 17 წლიანი გამოცდილება გაგიზიაროთ და გაქციოთ საუკეთესო და მაღალანაზღაურებად რეალტორად.

თუ ხართ: კომუნიკაბელური, ენერგიული, კარიერულ განვითარებასა და შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული ახალგაზრდა, გამართული მშობლიურ (ქართულ) ენაზე წერისა და მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობით, მაშინ ეს ადგილი სწორედ თქვენთვისაა, შემოგვიერთდით, ერთად ყველაფერს შევძლებთ!

მიმდინარე წლის, ბოლო ტრეინინგის თარიღია 24 მარტი, რომლის ფარგლებშიც, თქვენ მოგეცემათ შანსი გაიაროთ სტაჟირება ჩვენს კომპანიაში და შეისწავლოთ "რეალტორი"-ს პროფესია.

ყველა მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს კომპანიისგან, ხოლო კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტრეინინგს, მიიღებენ შანსს დასაქმდნენ ჩვენს კომპანიაში.რეალტორის პოზიციაზე.

ტრეინინგის ხანგრძლივობა: 1 თვე
ტრეინინგზე დასწრების ღირებულება: 600 ლარი.
ტრეინინგი ჩატარდება ყოველ სამუშაო დღეს, შაბათ-კვირის გარდა.

შერჩევითი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, თქვენს მიერ მითითებულ მეილზე გადმოგეგზავნებათ ინვოისი, ღირებულების გადახდის შემთხვევაში შეუერთდებით დაანონსებულ ტრეინინგს.

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/19:00, შაბათი 11:00/16:00.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 22 მარტი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ არსებული კითხვარი: https://www.realtor.ge/testireba/

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@realtor.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.realtor.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |