www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

შპს "მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პოლიტიკის შემუშავება და საჭიროებისამებრ განახლება;
** ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება (ბრძანებები, ცნობები და სხვა);
** თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების შემუშავება და საჭიროებისამებრ განახლება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების ფორმირება;
** ხელფასის გადარიცხვისათვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
** სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობა და შესაბამისი კორესპონდენციის მართვა;
** პერსონალის საჭიროების ანალიზი და შერჩევის გეგმის მომზადება;
** კანდიდატების მოზიდვისა და შერჩევის სრული ციკლის მართვა, შერჩევის გეგმის შესაბამისად;
** თანამშრომელთა ტრენინგებისა და განვითარების საჭიროების ანალიზი და შესაბამისი ტრენინგების/ვორქშოფების დაგეგმვა/ორგანიზება;
** კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმავასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.
** სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დადგენილი წესით წარმოების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, ადამიანური რესურსების მართვის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებისადმი ყურადღება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV), დიპლომის და სერტიფიკატის ასლები გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: office@medcap.ge 2021 წლის 15 მარტის ჩათვლით. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება; რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე.

დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთაღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |