www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ბაზის რეპორტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 2 მარტი

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის რეპორტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC5397
ადგილმდებარეობა: სათაო ბანკი, მონაცემთა მართვისა და ანგარიშგების განყოფილება
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: ხარისხი - ბაკალავრი, მაგისტრი;
** ენები: ინგლისური - კარგი; რუსული - კარგი.

უნარები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მაღალი მოტივაცია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ლოგიკური აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
** აქტიურობა;
** ინიციატორობა;
** პუნქტუალურობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** T-SQL პროგრამირების ენის ცოდნა;
** MS SSRS ტექნოლოგიების ცოდნა;
** რელიაციულ მონაცემთა ბაზების ცოდნა;
** სასურველია SQL პროგრამირების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** მუდმივი თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის მოტივაცია.

სამუშაოს აღწერა:

** ახალი ამოცანებისა და პროექტებისთვის დამუშავებული ტექნიკური ამონაწერების განხილვა, შეფასება, განხორციელების გზების ანალიზი;
** ახალი და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება;
** ფინანსური ანგარიშგებების წარმოების პროგრამულ ნაწილში წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიულ გადაწყვეტაში მონაწილეობა;
** განხორციელებული პროგრამული ცვლილებების ტესტირების კოორდინაცია;
** ტექნიკური სიახლეების სისტემატიური გაცნობა.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/5397



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |