www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 16 მარტი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების დისტრიბუტორს საქართველოში, როგორიცაა (ნუტრილონი, ჰაინცი, ბიუბჰენი, ნუკი, ლინდტი და სხვა) აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო აღწერილობა:

"სოციალური მედიის მართვის სპეციალისტი"- ს ძირითადი მოვალეობაა ბიზნესის წარმოდგენა ონლაინ სივრცეში (Facebook. Instagram, Youtube) და მისი წარმატებული მართვა და განვითარება. კომპანიის პორტფელში არსებული ბრენდების ცნობადობის გაზრდა, კრეატიული კონტენტების შემუშავების და მისი შემდგომ ტარგეტირებულ მომხმარებელთან კომუნიკაციის საშუალებით.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რამდენიმე პროექტის ერთად მართვის უნარი
** Facebook Ads Manager -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართულად გამართულად წერის და კრეატიული კონტენტების შექმნის უნარი
** ინგლისური ან რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator) ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოვალეობები:

** ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვა კომპანიის პორტფელში არსებული ბრენდების სტრატეგიიდან გამომდინარე
** სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია;
** პროექტების ანალიზი და მისი შემდგომი სრულყოფა ეფექტურობის ამაღლების მიზნით
** Facebook Ads Manager მეშვეობით ფასიანი რეკლამის განთავსება
** ციფრული რეკლამის სტრატეგიული სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი აქტივობების განსაზღვრა, შესრულება და ეფექტიანობის მონიტორინგი
** მჭიდრო კომუნიკაციის მარკეტინგის, გაყიდვების და ბიზნეს განვითარების ჯგუფთან
** Facebook, YouTube და Instagram- ის რეკლამირების კანონის შესახებ ჩარჩოებში მუშაობის უნარი
** გრაფიკული დიზაინის სამუშაოს შესრულება კონტენტების განსათავსებლად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.qeburia@mziuri.com.ge

შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |