www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული კომერციული შესყიდვების ეფექტურად დაგეგმვა და მართვა
** სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებები და ბაზრის კვლევა საუკეთესო პირობებისა და ფასის მისაღებად
** შესყიდვებისა და იმპორტის დოკუმენტაციის წარმოება და პროდუქციის ფასთა კონტროლი
** მომწოდებლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან გადახდის პირობებისა და ფინანსური ანგარიშსწორებების კონტროლი და მართვა.
** შესყიდვების პროცესების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი.

ცოდნა/უნარები:

** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
** MC Excel-ისა და MC Outlook-ის ცოდნა
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ფლობა (B2)
** სასურველია საბაჟო პროცედურებზე მუშაობის გამოცდილება.
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია
** დეტალებზე ორიენტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომერციული შესყიდვების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია "ელთიბი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |