www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 16 მარტი

შპს "ალტა რითეილი"-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 11 სავაჭრო ობიექტით მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Candy, Indesit, Ariston, და ა.შ.

"ალტა რითეილი"-ს მთავარ ღირებულებას მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ შევძელით, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოგვეპოვებინა ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

"ალტა რითეილი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ფასების ცვლილების ყოველდღიური შემოწმება და ამობეჭდვა;
** გაყიდული საქონლის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის გატარება;
** ზედნადებების, ინვოისის გამოწერა;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება; (ბუღალტერიისთვის და საწყობისთვის)
** მაღაზიაზე საქონლის გადაწერა, სხვა მაღაზიიდან საქონლის გადმოწერა (ქსელის შიგნით)
** სალაროს წარმოება;
** თანხის აღება;
** მომხმარებლის უნაღდო ანგარიშსწორება;
** ინვოისის გამოწერა ბანკისთვის;
** შემოსული ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება და ყალბი ნიმუშების გამოვლენა;
** დიპლომატიური პირისთვის დღგ ანგარიშფაქტურის გამოწერა;
** მომხმარებლის მიერ დღგ ანგარიშფაქტურის მოთხოვნის შემთხვევაში ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** ჩეკის ამობეჭდვა;
** საჭიროების შემთხვევაში, კლიენტების დანიშნულებისამებრ გადამისამართება და კონსულტაციის გაწევა შეძლებისდაგვარად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სალაპარაკო დონეზე იცოდეს ინგლისური და რუსული ენები.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** გულისხმიერი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |