www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზა პროდუქციის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბაბუს პური
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 18 მარტი

კომპანია "ბაბუს პური" ქართული ბრენდია პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და რეალიზაციაში. მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდების 2 ძირითადი მიმართულება გვაქვს: ჩვენი ბრენდული მაღაზიები და ქსელური დისტრიბუცია.

დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევებიც ადასტურებენ, რომ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტები ჯანსაღია, არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებსა და ანტიოქსიგენებს. კომპანია ზრდასთან ერთად, ეძებს ახალ, მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებიც შემოუერთდება ჩვენს მეგობრულ, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

"ბაბუს პური" - ვაცხობთ 1975 წლიდან. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენთან ერთად!

კომპანია აცხადებს მზა პროდუქციის თანამშრომლის ვაკანსიას

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სამუშაო გრაფიკი ცვლებში, ყოველ მე-3 დღეს 24 საათიანი ცვლა;
** ფიქსირებული ანაზღაურება;
** სხვადასხვა ბენეფიტს;

იმისთვის, რომ დასაქმდე ჩვენთან:

** აუცილებელია იყოთ ენერგიული;
** აუცილებელია გუნდური მუშაობის უნარები;
** აუცილებელია იყოთ დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;

თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაფუთი ქაღალდების ვადებით დასტიკერება;
** პურის დამჭრელ აპარატში პურების ჩალაგება, დაჭრილის ამოღება და შეფუთვა;
** შეფუთული პროდუქციის ყუთებში სადისტრიბუციო ქსელებისთვის გამზადება;
** ნაშთების პროგრამულად ასახვა;

სამუშაო ლოკაცია: დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის 32;

თუ თვლით, რომ სამუშაოს არსებითი სპეციფიკა და შინაარსი შეესაბამება თქვენს გამოცდილებასა და მოტივაციას, გთხოვთ, გამოგვიგზვანოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - people@grandpasbread.com (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ან შეავსე აპლიკაცია.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 18 მარტი.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბაბუს პურის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 18 თვის ვადით.

"ბაბუს პური" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |