სასტუმრო "სავანეთი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სოფ. იყალთო, თელავი;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
გამოსაცდელი ვადა: 1-3 თვემდე კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** თავაზიანობა, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრის დახვედრა ღიმილითა და კეთილგანწყობით;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა, სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და მენიუში არსებული პროდუქციის შეთავაზება;
** მომხმარებელთა მომსახურება კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის დაცვით;
** მომხმარებელთა შეკვეთების მიღება, ანგარიშსწორება და შეკვეთის ოპერატიულად მიწოდება;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შექმნა;
** მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტის მისამართზე: hr@savaneti.com და სათაურში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
სასტუმრო "სავანეთი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!