გრანთ თორნთონ აკადემია გიწვევთ ტრენინგზე - შრომის კანონმდებლობის ახალი რეგულაციები და მისი მნიშვნელობა ბიზნესისათვის .
შრომით კანონმდებლობაში განხორციელებული ახალი ცვლილებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი გახდა არსებული შრომით-სამართლებრივი დოკუმენტაციის გადახედვა და ახალი რეგულაციების პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგვა.
ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ტრენინგზე დეტალურად განვიხილავთ შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ყველა მნიშვნელოვან ცვლილებას, შევაფასებთ აღნიშნული ცვლილებების მნიშვნელობასა და მათი პრაქტიკაში დანერგვის მექანიზმებს კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, ასევე ყურადღებას გავამახვილებთ დამსაქმებლის მიერ სავალდებულო რეგულაციების იმპლემენტაციის გზებსა და სანქციების პრევენციის საკითხებზე. ამასთანავე, შესაძლებლობა მოგეცემათ დასვათ თქვენთვის აქტუალური კითხვები.
ტრენინგი განკუთვნილია იურისტებისათვის, HR პროფესიონალებისათვის, მეწარმეებისათვის, კომპანიის ხელმძღვანელებისა და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებით დაინტერესებული ყველა პირისათვის.
ტრენინგს გაუძღვებიან:
გრანთ თორნთონის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი - ნინო ჯოლია და გრანთ თორნთონის იურიდიული მრჩეველი - ნინო გიორგაძე
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/3s3baFL
ორდღიანი ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, 2021 წლის 1 და 2 მარტს, 16:00 სთ-ზე.
თითო დღის ხანგრძლივობა: 2 სთ (კითხვა-პასუხის გათვალისწინებით).
ტრენინგის ლინკს მიიღებთ რეგისტრაციის გავლის და ტრენინგის ღირებულების გადახდის შემთხვევაში.
ტრენინგის ღირებულება: 90 ლარი.
საბანკო რეკვიზიტები:
შპს "ჯითი აკადემია"
სს "საქართველოს ბანკი"
ბანკის კოდი: BAGAGE22
ა/ა # GE04BG0000000160904532