www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება არაკომერციული შესყიდვების განყოფილებაში
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 26 თებერვალი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს სტაჟირებას არაკომერციული შესყიდვების განყოფილებაში.

ვაკანსიის კოდი: TGM0000921
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: შესყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სტაჟიორი

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრი, მაგისტრი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

** Microsoft Office Excel
** Microsoft Office Word
** Microsoft Office PowerPoint.

დამატებითი მოთხოვნა: სასურველია მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის მასშტაბით საჭირო პროდუქციის მოძიებასა და შესყიდვაში ჩართულობა;
** ტენდერით გამარჯვებულ კომპანიებთან თანამშრომლობაში ჩართულობა, შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით;
** ჩართულობა ადგილობრივ ბაზარზე მომწოდებლების მოძიებაში, ფასების შედარებასა და საბოლოო შემოთავაზების დამტკიცების უზრუნველყოფაში;
** ჩართულობა მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოებაში ფასდაკლებების და თანხის გადახდის პირობებზე დადგენილი შიდა პირობების გათვალისწინებით;
** ჩართულობა დეპარტამენტების მიერ მოთხოვნილი მომსახურების ან პროდუქციის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება-სრულყოფაში შეკვეთის მოსამზადებლად;
** მოწოდების ვადის განსაზღვრასა და დაგეგმვაში ჩართულობა კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებთან და მომწოდებელებთან ერთად;
** ჩართულობა საჭიროების შემთხვევაში ახალი მომწოდებლების მოძიებასა და პერიოდულად მომწოდებლების ბაზის განახლებაში;
** დაზუსტებული შეკვეთების მიწოდება შერჩეულ მომწოდებელზე;
** საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო შესყიდვების უზრუნველყოფაში ჩართულობა;
** შესყიდული პროდუქციის შემოსვლის და მომსახურების ხარისხიანად შესრულების შემდეგ დამკვეთი დეპარტამენტის ინფორმირება სამუშაოს შესრულების შესახებ;
** შესყიდვების პროცესში არსებული დოკუმენტების გატარება SAP ERP სისტემაში;
** კომპანიის დამატებით სარგებლისთვის ბაზარზე საჭირო კომპანიების პროაქტიურად მოძიება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/921

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |