www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო ინჟინერი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 16 მარტი

კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ინჟინრის პოზიციაზე თბილისში.

"თბილისი მედიკ" მე-11 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას, ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული და ახალი პროდუქტების ტექნიკური და ფუნქციური სრულყოფილი შესწავლა;
** კლიენტების კონსულტაცია შესყიდული პროდუქციის ექსპლუატაციის პირობებზე;
** კლიენტების მიერ შესყიდული პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში მათი შეკეთების უზრუნველყოფა;
** გაყიდული აპარატურისა და მისი ექსპლუატაციის პროცესის პერიოდული მოკითხვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მხარდაჭერა;
** დაზიანებული აპარატურის ხარისხიანი და დროული შეკეთების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური/საინჟინრო განათლება;
** სასურველია საინჟინრო საკვალიფიკაციო სერთიფიკატი;
** სამედიცინო საინჟინრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა და აქტიურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას 28ა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@tbilisimedic.ge 2021 წლის 16 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |