www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება სამოქალაქო ინჟინერიაში
მომწოდებელი: Smart Transportation Solutions
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 16 მარტი

კომპანია "Smart Transportation Solutions" (STS), რომელიც 3 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს სატრანსპორტო კვლევებს საქართველოს მასშტაბით, ესაჭიროება სტაჟიორი, მომავალი დასაქმების პერსპექტივით.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს მათ, ვისაც აქვს სურვილი ტრანსპორტის სფეროში გადადგას პირველი კარიერული ნაბიჯები და არ აქვს საკმარისი გამოცდილება.

სასურველი უნარები:

** AutoCAD სისტემის ცოდნა საშუალო დონეზე;
** GIS სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარეობა;
** კრეატიული აზროვნება.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 300 ლარი (სტაჟირების პერიოდში)

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე cv@sts.com.ge. ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ინფორმაციას კომპანიის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ოფიციალურ საიტზე: www.sts.com.ge.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |