"ავტომენი" წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც შეიქმნა , როგორც ავტონაწილების ყიდვა - გაყიდვის პროცესის წარმმართველი და ორგანიზატორი ვებ - პორტალი. ჩვენი სამუშაო გუნდი, სამომავლოდ გეგმავს ამიერკავკასიის ბაზარზე დამკვიდრებას. "ავტომენი" ონლაინ სივრცეში წარმოდგენილია შემდეგ მისამართზე - https://www.automan.ge
კომპანია "ავტომენი" ეძებს ავტო ნაწილების მოდერატორს.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და მონიტორინგი
** ავტომანქანის ნაწილებზე სურათის გადაღება-დამუშავება
** ნაწილების ატვირთვა ვებ-საიტზე
** ფოტო გადაღების ორგანიზება სხვადასხვა ლოკაციაზე
** გეგმის შესრულება
აუცილებელი მოთხოვნები:
** ფოტოაპარატთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პრიორიტეტი მიენიჭება ავტომობილებისა და ავტონაწილების სპეციფიკის ცოდნას;
აუცილებელი უნარები:
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი.
** სამუშაო დრო
ორშაბათი-პარასკევი 10:00 დან 18:00 მდე.
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული + ბონუსი
იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: info@automan.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების მენეჯერი".