www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

"კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე როგორც ბრენდი, წარმოდგენილია აუთლეტ- ჰიპერმარკეტის სახით. კონტეინერი ორიენტირებულია სწრაფ განვითარებასა და სავაჭრო ნიშნის პოპულარიზაციაზე, რაც ძირითადად განპირობებულია სავაჭრო სივრცეში ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქციის წარმოდგენით.

ამ ეტაპზე კომპანია აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 600 ლარი

მოვალეობები:

** ობიექტის გახსნა-დაკეტვის დროს დასწრება;
** თანამშრომლების შემოწმება ობიექტზე გამოცხადებისას და გასვლისას;
** აკრძალული ნივთების შემოტანის მეთვალყურეობა;
** კონფლიქტური სიტუაციის დროს დაცვის სამსახურთან კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალების მიმართ ყურადღება, ორგანიზებულობა და აკურატულობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის 2 ეტაპს:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@doki.ge.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის 2021 წლის 15 მარტი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |