www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 16 მარტი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ხელმძღვანელობს დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს - სამართალდამცავებთან ურთიერთობის და რისკების მართვის, დაცვა-უსაფრთხოების, ვიდეო-მონიტორინგის, ინვენტარიზაცია/მონიტორინგის, სტანდარტების კონტროლის, შრომის უსაფრთხოების და სურსათის უვნებლობის სამსახურებს;
** წარმოადგენს სამსახურებს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურების დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
** ანაწილებს ფუნქციებს სამსახურებს და თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათი შესრულების ხარისხს;
** უზრუნველყოფს კომპანიაში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების გამართულობას;
** უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლს;
** უზრუნველყოფს სავაჭრო ობიექტებზე სტანდარტების კონტროლს და კომპანიის მიერ შემუშავებული შემოწმების აქტის შესაბამისად დარღვევების იდენტიფიცირებას და დაფიქსირებული შეუსაბამობის რაპორტინგს;
** უზრუნველყოფს წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით სავაჭრო ობიექტების სრულ ინვენტარიზაციას. როგორც პროდუქტის, ასევე კომპანიაში არსებული ყველა სეიფის, რკინის ყუთის, სათვალთვალო მოწყობილობების, სპეციალურ საცავების;
** უზრუნველყოფს მომსახურებით მოსარგებლე კომპანიების საკუთრებაში არსებული შენობების, საცავების, აღჭურვილობის და პროდუქციის დაცულობას; შენობებში გამშვები პუნქტების/რეჟიმის და მთლიანად დაცვის სამსახურის მუშაობას;
** მონაწილეობს სხვადასხვა შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის შექმნაში, მათში რისკების პრევენციის, უსაფრთხოების და საიდუმლოების დაცვის აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით;
** შეისწავლის კომერციული, საწარმოო, ფინანსური და სხვა საქმიანობის სპეციფიკას, საქმიანობის თანმხლები რისკების ადრეული გამოაშკარავების და აღკვეთის მიზნით;
** მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან აგრეთვე სხვა კომპანიების უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებთან ინფორმაციის გაცვლის, საერთო საფრთხეების აღკვეთის მიზნით;
** უზრუნველყოფს დაქვემდებარებული სამსახურების ყოველთვიური ბიუჯეტების შედგენას;
უზრუნველყოფს დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშის მომზადებას და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენას;
** იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
** ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი);
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (საოპერაციო მიმართულება, შიდა კონტროლი);
** ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული, ქართული.

დამატებითი მოთხოვნები:

** ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, ემოციური წონასწორობა;
** ოპერატიული რეაგირება;
** ორგანიზატორული მონაცემები;
** ხელმძღვანელობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირება;
** კომუნიკაბელურობა;
** კრეატიულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით რეზიუმეს გამოგზავნიდან 2 კვირის ვადაში.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |