www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ზედამხედველი
მომწოდებელი: მუნიციპალური განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ზედამხედველის თანამდებობაზე.

ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mdf.org.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/mdf.org/

ორგანიზაციის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, სრული განაკვეთი
სახელფასო დიაპაზონი: 1600-2400 ლარი
დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო ლიმიტი.

მოვალეობები:

** მშენებლობის დაწყებისთანავე დაკონტრაქტებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, განხილვა. საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, პროექტის ცვლილების ინიცირება მოხსენებითი ბარათის საშუალებით;
** შემოსული კორესპონდენციის კომპეტენციის ფარგლებში განხილვა, საპასუხო კორესპონდენციების მომზადება;
** მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და მონიტორინგი;
** მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასება;
** სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
** კონტრაქტორის მიერ საშემსრულებლო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი, მათ შორის შესრულებული კონსტრუქციების მდებარეობის სისწორე პროექტის შესაბამისად, შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო შენიშვნის მომზადება და ხარვეზის საბოლოოდ გამოსწორების კონტროლი;
** კონტრაქტორის მიერ ობიექტზე შემოსული და გამოსაყენებელი მასალების, დანადგარებისა და ნაკეთობების ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (საჭიროების შემთხვევაში - სერთიფიკატების) შემოწმება;
** ობიექტის მშენებლობის საკითხებზე გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა;
** ობიექტზე დასრულებული სამუშაოების მიმღები კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოების პროექტისა და სპეციფიკაციების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, არანაკლებ კვირაში ერთხელ ტექნიკური ზედამხედველობის დაგეგმვა და განხორციელება;
** მშენებლობის პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება სამუშაოთა წარმოების ჟურნალში;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება; საჭიროებიდან გამომდინარე, ობიექტზე გამოყენებული სამშენებლო მასალის ნიმუშის აღება, შემდგომი ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით;
** სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ სამშენებლო ობიექტზე წამოჭრილი საკითხების ადგილზე შესწავლა და ფონდის ხელმძღვანელობის წინაშე შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;
** სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, აუცილებლობის შემთხვევაში კონტრაქტის ცვლილების მომზადება, შესაბამის სამსახურებთან (მხარეებთან) საკითხის განხილვა და შეთანხმება;
** საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული გაფრთხილება მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა, საზედამხედველო კომპანიის არასრულყოფილი შესრულება);
** ფარული სამუშაოების აქტების, შესრულებული სამუშაოების უწყისების, გადახდის სერტიფიკატების, მიღება-ჩაბარების აქტების და კონტრაქტის ფარგლებში სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება-დადასტურებაში მონაწილეობის მიღება;
** დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში, პერიოდულად ობიექტის მონახულება და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში კონტრაქტორის ინფორმირება და შემდგომ დეფექტების გამოსწორების მონიტორინგი;
** მივლინების ანგარიშის მომზადება და წარდგენა სამსახურის უფროსისთვის.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამოქალაქო, გზების, ხიდების ან გვირაბების საინჟინრო მიმართულებით;
** ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო ნორმატივების ცოდნა;
** არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მშენებლობის ზედამხედველობის კუთხით;
** სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი.

სასურველია:

** FIDIC-ის კონტრაქტებთან მუშაობის გამოცდილება; FIDIC-ის ნორმებისა და წესების გამოყენების გამოცდილება;
** გამოცდილება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და მათ მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში;
** ინგლისური ენის ცოდნა.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე - vacancy@mdf.org.ge და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

სამუშაოს შესასრულებლად საჭირო იქნება სამშენებლო პროექტების ადგილზე ზედამხედველობა, რაც გულისხმობს საკმაოდ ხშირ მივლინებებს. დასაშვებია ასევე, რომ დასაქმებული ცხოვრობდეს რეგიონში და ზედამხედველობას უწევდეს მის რეგიონში არსებულ სამშენებლო ობიექტებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |