www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღწერების მენეჯერი
მომწოდებელი: ზოომარტი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 16 მარტი

საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 15 საცალო ობიექტს. "ზოომარტი" არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), True Instinct, Champion Petfoods (Acana, Orijen), Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Profine, Canvit, Animology, Antos და Catzone.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/zoomart.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას აღწერების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში შემავალი ობიექტების და საწყობის სასაქონლე მარაგების აღწერა;
** მონაცემების "1C მაღაზია-საწყობის" პროგრამაში შეყვანა, შედარება და დამუშავება;
** უშუალო ხელმძღვანელი პირის მიერ სხვა, დაკავებულ პოზიციასთან შესაბამისი დავალების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** "1C მაღაზია საწყობის " პროგრამის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** საცხოვრებელი ადგილი თბილისი.

უპირატესად ჩაითვლება: კერძო ავტომობილის ფლობა.

სამუშაო განრიგი:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00-18:00

ყოველთვიური ანაზღაურება:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 800 ლარი
** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: 1000 ლარი

შენიშვნა: გამოსაცდელი ვადა გრძელდება 2 თვე

ვაკანსიის განხილვა:

ვაკანსიის განხილვა მოხდება მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ:

** ვაკანსია გამოგზავნეთ მეილზე inventory@zoomart.ge;
** სათაურში (Subject) მიუთითეთ "აღწერების მენეჯერის პოზიცია";
** წერილს თან დაურთეთ CV ფოტოსურათით (სასურველია PDF ფორმატში).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |