"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა;
** კრედიტორული და დებიტორული ვალდებულებების სისწორის კონტროლი;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სავალდებულოა ფინანსების/ბუღალტრული მიმართულებით);
** ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე არანაკლებ 2 წლისა;
** სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel);
** სავალდებულოა ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია Exact-ში მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია ინგლისური ენის ცოდნა;
** პრიორიტეტულია ACCA-ის სერთიფიკატი.
დამატებითი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 01 მარტი, 2021.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/bugalteri/549
"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.