www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

"ნუტრიმაქსი" წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე.

კომპანიის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ელექტრო-ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური ინსპექტირება, რემონტი და კონტროლი;
** ელექტრო-დანადგარების და ქსელების მონტაჟი, კომპეტენციის ფარგლებში;
** დანადგარების გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება დადგენილი გრაფიკებით და პროცედურებით;
** დანადგარის გაუმართაობის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და კომპეტენციის ფარგლებში პრობლების აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** სახარჯი მასალებისა და სათადარიგო მასალების ნაშთების კონტროლი;
** ტექნიკური მომსახურეობის დოკუმენტაციასთან მუშაობა;
** წარმოების ტექნიკურ ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ელექტრიკოსის მე-3 კატეგორიის დოკუმენტის ფლობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

დამატებითი დეტალები:

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 1 მარტის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |