www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯეი ეფ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიანს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" დაარსდა 2015 წელს და ახორციელებს სხვადასხვა საქონლის (თმის მოვლის საშუალებები, ელექტრო საქონელი, აქსესუარები, ავეჯი და ა.შ.) საბითუმო და საცალო ვაჭრობას. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან სილამაზის სალონები, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. კომპანია ფლობს ფილიალებს საქართველოს რეგიონებში, სილამაზის სალონს, სასწავლო აკადემიას და ა.შ. კომპანია, ამ სფეროში ერთ ერთი მსხვილი იმპორტიორია და იმპორტს ახორციელებს იტალიიდან, გერმანიდან, ამერიკიდან, ბრაზილიიდან, თურქეთიდან, დუბაიდან, ჩინეთიდან და ა.შ.

ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის სოციალურ გვერდებს:
https://www.jfgeorgia.ge
https://www.facebook.com/juglefevergeorgia
https://www.Philipmartins.ge
https://www.facebook.com/philipmartins.ge

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა;
** ERP სისტემის განვითარება კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ახალი მოდულების დამატება და გამართვა;
** IFRS და შიდა აღრიცხვის სტანდარტების დანერგვა;
** მენეჯმენტისათვის წარსადგენი ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშგების ფორმების მომზადება;
** ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა, მონიტორინგი და კონტროლი;
** საგადასახადო რისკების კონტროლი;
** სხვა შიდა კონტროლის პროცედურების განხორციელება და მონიტორინგი;
** ყოველწლიური ფინანსური და საგადასახადო აუდიტის პროექტების განხორციელება და შედეგების ინტერპრეტაცია;
** ფინანსური ანგარიშგების წარმოება და წარდგენა ხელმძღვანელებთან;
** ფინანსური რესურსების ეფექტურ გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** კომპანიის დებიტორებთან და კრედიტორებთან ურთიერთობა;
** პროდუქციის მარჟების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** შვილობილი კომპანიების აღრიცხვის მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ERP სისტემა APEX-ის დანერგვის გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინოვაციური აზროვნების უნარი;
** გუნდურის მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის 37ა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@junglefever.ge, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს წარდგენის ბოლო ვადაა 15.03.2021 წელი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |