სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას, დამლაგებელის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.
კატეგორია: დასუფთავება;
ანაზღაურება: ხელზე ასაღები ხელფასი 500 ლარი
სამუშაო განაკვეთი: სრული
მდებარეობა: ქ. თბილისი
მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით
ფუნქციები და პასუხისმგებლობა:
** შენობებში ფართობის, დერეფნების, კიბეებისა და სველი წერტილების დალაგება;
** კედლების, იატაკის, ჭერის, კარების, ფანჯრების და ავეჯის მტვრისგან გასუფთავება, მოხვეტა და მოწმენდა ხელით ან საგანგებო მოწყობილობით;
** უნიტაზების, ხელსაბანების და სხვა სანიტარულ-ტექნიკური წერტილების გაწმენდა და დეზინფექცია;
** ნაგვის შეგროვება და სპეციალურ ადგილზე გატანა;
** სარეცხი და საწმენდი საშუალებების რაოდენობისათვის თვალყურის დევნება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სისუფთავის კონტროლი შენობაში;
** ტერიტორიის დასუფთავება;
** სანიტარული მოწყობილობების დეზინფიცირება;
** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
უნარები:
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** ხარისხზე ორიენტირება;
** პროდუქტიულობა;
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV, საკონტაქტო ინფორმაცია) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დამლაგებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.