"MARS & WRIGLEY" ოფიციალური პარტნიორი საქართველოში - შპს "მასტერ თრეიდი", აცხადებს ვაკანსიას. ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და პროფესიონალ კადრს თრეიდ მარკეტინგის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები;
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა და ანალიზი;
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და შესაბამისი მარკეტინგული აქციების შემუშავება/ორგანიზება;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა;
** სარეკლამო მასალის დაკვეთა, შესყიდვა და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** ონლაინ მარკეტინგის დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** ვებ გვერდის და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
** გაყიდვების მხარდაჭერა, აქციების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქციის ანალიზი (კონკურენტების ანალიზი);
** შესრულებულ სამუშაოზე და სამოქმედო გეგმებზე ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის.ბრენდების მიხედვით მომხმარებლის ლოიალობის ღონისძიების დაგეგმვა და გატარება;
** ფილიალებში რეგულარული პროდუქციის ნაშთების განსაზღვრა;
** ფილიალში ნაშთების ოპტიმიზაცია აქციების და კალენდრის მიხედვით;
** პირდაპირი კომუნიკაცია ტოპ მყიდველებთან;
** დაგეგმილი - REGULAR პრომო აქციების შეთანხმება; (კალენდრის მიხედვით)
** დამატებითი განლაგებების EXTRA SITE-ების შეთანხმება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლი - შეთანხმებული კონტრაქტის მიხედვით;
** სააქციო წლიური ბიუჯეტების კონტროლი - TPR ბიუჯეტები.
უნარები:
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, ოპერატიულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 2-3 წლის გამოცდილება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით 3x4 მისამართზე: hr@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება; დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!