www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დანადგარების ტექნიკოსი
მომწოდებელი: კულინარი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "კულინარი" აცხადებს ვაკანსიას დანადგარების ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარების გამართულობის კონტროლი და პერიოდული შემოწმება;
** გაუმართაობის შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრა;
** გეგმიური სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** საწარმოო დანადგარების საექსპლუატაციო წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი, ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ტექნიკური უნარი;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 11 მარტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |