www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომპლეტაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 18 მარტი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას კომპლეტაციის სპეციალისტის პოზიციაზე ისთ ფოინტის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის ჯავშნის დოკუმენტის მიღება და შესაბამისად შეკვეთის აგროვება;
** შეგროვებული შეკვეთის დასაწყობება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას;
საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის გადაცემა მომხმარებლისთვის/მძღოლისთვის/კურიერისთვის;
** შეკვეთის გამზადების პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში უკუკავშირი უფროს კომპლექტაციის სპეციალისტთან და განყოფილებასთან (კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტთან; ინტერნეტ მაღაზიასთან; დარბაზის ადმინისტრატორთან; კლიენტთა მომსახურების განყოფილებასთან) და შემდგომ შესაბამისი მითითებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინიანობაა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** გრაფიკი: 3 დღიანი სამუშაო სმენა (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება);
** ანაზღაურება: 650 ლარი;
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

შერჩევის ეტაპები:

** CV-ის გადარჩევა
** ტესტირება
** გასაუბრება

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |