www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: წისქვილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 18 მარტი

თითქმის 20 წლიანი ისტორიით "წისქვილი ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ტრადიციული სარესტორნო ქსელია; დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია ოთხი რესტორნით და სტუმრებს გამორჩეულ ქართულ ტრადიციულ გარემოში მასპინძლობს.

კომპანია აგრძელებს განვითარებას და აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე, შემდეგი პირობებით:

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის 99
გრაფიკი: სრული, სტანდარტული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მომზადება კომპანიაში დადგენილი სტანდარტით: ხარისხის, გემოვნური თვისებების და ვადების კონტროლი;
** ტექნოლოგიური ბარათის ზედმიწევნით ზუსტად ცოდნა და დაცვა;
** არსებული დანადგარებთან და ხელსაწყოებთან მუშაობისას სათანადო წესების დაცვა;
** მაცივრებში არსებული პროდუქტის მარკირება და კონტროლი;
ჰ** იგიენის და სანიტარული ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს მასიურ წარმოებაში მუშაობის გამოცდილებით;
** კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** საქმის წინასწარ დადგენილი სტანდარტების დაცვით შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობა და ინიციატივის უნარი.

თუ გსურთ შეუერთდეთ წისქვილი ჯგუფის გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კონდიტერი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |