ვეძებთ თანამშრომელს ინტერიერის დიზაინის სფეროში.
კომპანია "არქიდეა" მომხმარებელს სთავაზობს დიზაინერული ავეჯის, სანათების, აქსესუარების შერჩევის და შესყიდვის მომსახურებას.
კომპანია ოპერირებს ბაზარზე ორ შოურუმს:
** იტალიური ბრენდის "პოლიფორმ"-ის მონობრენდის შოურუმი.
** შერეული ბრენდების პროდუქცია (Flos, Foscarini, Artemide, Nemo, Cesar, Gubi, Hay, Ferm living, Meridiani, PIanca, Tacchini და ა. შ)
მოვალეობები:
** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა
** კოსულტაციის გაწევა, სხვადასხვა მასალების გამოყენებით.
** ნახაზების მომზადება.
** შეეძლოს მუშაობა კლიენტებთან, კომუნიკაცია საქმის მწარმოებელთან.
** ურთიერთობა კომპანიის პარტნიორ დიზაინერ-არქიტექტორებთან
** კონტაქტი მომწოდებლებთან და შეკვეთების მონიტორინგი.
** პრეზენტაციების მომზადება.
მოთხოვნები:
** სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა (ArchiCAD ან AutoCAD, Adobe Photoshop, Adobe InDesign)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** ენები: რუსული, ინგლისური (სასურველია იტალიური, არ არის სავალდებულო)
** სასურველია გამოცდილება ამ სფეროში.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლიანი
** პუნქტუალური
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: khutsishvili.nia@archideagroup.com და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.